პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ კანონპროექტების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
,,პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ კანონპროექტების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ გააკეთა.
დეპუტატმა აქვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
”ყველამ ერთად, ამ ქვეყნის შვილებმა უნდა დავიწყოთ პროტესტი. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. სამი წელი კი არ უნდა ველოდოთ და უსაქმური მთავრობა დროზე უნდა გავუშვათ. მე საერთოდ არ მიკვირს, რომ პრემიერ-მინისტრი არ მოვიდა აქ. ეს არის პატარა დეტალი, რატომაც უნდა გადადგეს ბატონი კვირიკაშვილი. ინამუსოს, გადადგეს და დაუბრუნდეს თავის ბანკს. არ არის ეს ადამიანი იმ დონის და ბიოგრაფიის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ არც კენჭისყრაში”, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


