პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსი’’ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხს პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაიტანს
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პლენარული სხდომის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კომიტეტის სხდომებზე იქნა განხილული.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კონსტიტუციური კანონის პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციატივო ჯგუფის და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ირმა ინაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ საკითხის უკან გაწვევას.
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
„ხელისუფლება ცდილობს ეს თემა გადაიტანოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, რაც არის კანონდარღვევა. როცა საკითხი მისულია კენჭისყრამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას კენჭი უნდა ეყაროს. ჩვენც, ,,პატრიოტთა ალიანსი’’ მხარს ვუჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მისივე განცხადებით, საკითხს პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაიტანენ.
„ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხს გავიტანთ ბიუროს სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე და ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ გადაწყდეს ამ პარტიების სასარგებლოდ კი არა, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


