პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსი’’ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს
,,პატრიოტთა ალიანსი’’ მთავრობას ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური სახელმწიფო კომისია შექმნისკენ მოუწოდებს და ურჩევს, კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიებისა და ეკონომისტებისგან.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა დღეს პარტიის ოფისში ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, მომავალ წელს დაახლოებით 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი.
,, ეკონომიკური ვარდნა არის 2 %-ზე მეტი შარშანდელთან შედარებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ლარებში გვეტყვის, რომ ეკონომიკური ზრდა არის. სინამდვილეში ეს არის ეკონომიკური ვარდნა.
თუ ავიღებთ 2,80 ლარს, რომელიც დღეს არის, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს უკვე, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 12 მილიარდ 857 მილიონ დოლარზე ნაკლები. ანუ ეკონომიკური ვარდნა მომავალ წელს, თუ ეს გამართლდა, იქნება დაახლოებით 8%. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური ვარდნა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება გაძვირდება ძალიან.
ის პროგრამა, რომელიც წარმოადგინა ხელისუფლებამ, უკვე ნათელია დღეს რომ ვერ იმუშავებს. ჩვენ გვინდა ვთქვათ, ჩვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკონომიკა გამოჯანსაღდეს.
ბრუნვაში შემოტანილ უნდა იქნას ლართან ერთად თანასწორად დოლარი და ევრო. უნდა შეიძლებოდეს დოლარში და ევროში სავაჭრო და ნებისმიერი სხვა საფინანსო ოპერაციების განხორციელება, იქნება ეს ვაჭრობა მაღაზიაში თუ იქნება ეს კომერციული საფინანსო ოპერაციები.
საბანკო განაკვეთები დოლარში სერიოზულად უნდა შემცირდეს. წლიური საბანკო განაკვეთი დოლარში არ უნდა იყოს 4%-ზე მეტი.
სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასი უნდა იყოს 10-15 %-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კომერციულ ორგანიზაციებში.
უნდა შემცირდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული 50 ათასამდე შტატი, გარდა თავდაცვის სფეროში არსებული შტატებისა.
წვრილ და საშუალო ბიზნესს უნდა დაუდგინდეს ფიქსირებული გადასახადი. ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაა აუცილებელი, რათა ეკონომიკას მიეცეს ბიძგი. აქციზის გადასახადის გაზრდა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს დაარტყამს რიგითი ადამიანების ჯიბეს.
საგარეო ვალის მომსახურება უნდა შეჩერდეს დროებით უახლოესი 4-5 წლით’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


