პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსი ინიციატივით გამოდის, პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ წევრებმა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე გაიარონ
სულ მიდის საუბარი ვინ ვისი აგენტია და ა.შ. - ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს: არსებობს სიცრუის დეტექტორი - ე.წ. პოლიგრაფი. ნდობის ჯგუფში ჩვენგან წარდგენილია ირმა ინაშვილი. ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ შემოწმება პოლიგრაფზე იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ვისი აგენტია. აღმოჩნდება, რომ ჩვენ არავისი აგენტი არა ვართ და ისინი ყველანი აგენტები არიან.
საჯაროდ ვთავაზობ ყველას - გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე - ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარლამენტის „ნდობის ჯგუფში“ ირმა ინაშვილის შესვლასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
„ორი თვის განმავლობაში სწავლობდა სუს-ი იმ კანდიდატებს რომლებიც წარდგენილები იყვნენ ნდობის ჯგუფში. 2 თვის მანძილზე მიდიოდა ჩემი შესწავლის პროცესი. ამ შესწავლის მიზანა დაადგინოს ვინ რომელ სპეცსამსახურთან თანამშრომლობს, უთანამშრომლია და ა.შ. ახლა სუს-ს ვთავაზობთ სწორედ დეტექტორის საშუალებით დააგვირგვინოს შემოწმების პროცესი და გამოჩნდება ვინ ვინ არის ნდობის ჯგუფში“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი.
აღნიშნული განცხადებები „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მეორე საზოგადოებრივის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთეს
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


