პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსი’’ და არასაპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ,,პატრიოტთა ალიანსთან’’ ერთად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში, ე.წ. კარუსელებსა და ბიულეტენების გაყალბებაში ადანაშაულებენ და საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
9 ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ,,პატრიოტთა ალიანსის’’ აღმსარულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ფრაქცია მიმართავს.
,,საქართველოს პარლამენტს მიმართავს ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ფრაქცია იმისათვის, რომ გამოძიებული იქნას ყველა ის ფაქტი, რომელიც ხდებოდა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, თუ შემდეგ ხმის დათვლის პროცესთან მიმართებაში. თუ ასეთი კომისია შეიქმნება, თავისთავად ცხადია, კომისიასთან ერთად ვიმუშავებთ, თუ არადა ჩვენ დამოუკიდებლად შევძლებთ ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩავატაროთ დამოუკიდებელი გამოძიება. ამის შემდეგ უფრო სიღრმისეულ ანალიზს დავდებთ, თუ რა ხდებოდა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებაში და ხელისუფლებას მოვუმზადებთ საკანონმდებლო წინადადებებს იმისათვის, რომ რეალურად შევცვალოთ საარჩევნო გარემო’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა თევდორაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


