პოლიტიკა
პატრიარქმა გამარჯვება მომილოცა და საპატრიარქოში მოსვლა მთხოვა, ეს იყო ჩემთვის პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა, ილია მეორემ მას დილით არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საპატრიარქოში მისვლა სთხოვა.
„პირველად ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება. მთხოვა, რომ მოვსულიყავი საპატრიარქოში, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.
დღეს ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. ჩვენი ხედვა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული არც გადატრიალებაზე, არც მოწოდებაზე ძალადობისკენ, არამედ დამშვიდებისკენ.
ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, საიდანაც მე მოვდივარ, აირჩია ევროპული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი გეგმა, როგორ დავამშვიდოთ საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


