უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2025 16:54
font-size

პატივცემულო მთავრობავ, თქვენ იმყოფებით სრულ სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ცუგცვანგში, სადაც ნებისმიერი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი წამგებიანია - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს მთავრობის მიერ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეულ სკანდალზე გამოვლენილი რეაქციებით შეიძლება გაკეთდეს ლოგიკური ობიექტური დასკვნა, რომ მთავრობას ძალიან სჭირდება კეთილგანწყობილი, კონსტრუქციული მრჩეველი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც პასუხისმგებლიანი რიგითი პატრიოტი, შევეცდები მაქსიმალური კონსტრუქციულობით ავხსნა არსებული რეალობა და ამ რეალობაში სწორი მოქმედების კრიტერიუმები.

პატივცემულო მთავრობავ:

1. თუ BBC-ისთან სამართლებრივ დავას გადაწყვეტთ, მაშინ მოგიწევთ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან შექმნილი კომისიის მოწვევა, რადგან თქვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებას საერთაშორისო სასამართლო არ მიიღებს როგორც მტკიცებულებას.

2. ყოფილი შსს მინისტრის, ბატონი გომელაურის საჯარო, ოფიციალური განცხადება უკვე წარმოადგენს საფუძვლიან ეჭვს BBC-ის მტკიცებულებათა დასადასტურებლად და აწი მის უარყოფას აზრი არა აქვს.

3. უდანაშაულო ადამიანთა სამართლებრივი დევნის დაწყება იმ მოტივით, რომ მათ BBC-ის გადასცეს თავიანთი ჯანმრთელობის დაზიანების გამოსაძიებელი კვლევის შედეგები, კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხილი გახდება საერთაშორისო სასამართლოსათვის.

4. არსებული რეალობისათვის უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა გამოიყენა შსს-მ, „კამიტი“ თუ „ციკლონი B“, თქვენ პრაქტიკულად აღარ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვის საფუძვლიანად გაფანტვის შესაძლებლობა.

5. თუ დასჯით უკვე გადამდგარ შსს მინისტრს და მიტინგის დამშლელი გუნდის პასუხისმგებელ პირებს, ამ ქმედებით ირიბად აღიარებთ მათ დანაშაულს და შესაბამისად BBC-ის ბრალდებასაც.

6. თუ დასჯით ახალგაზრდა ექიმს და სხვა პირებს, BBC-ისათვის სამხილების გადაცემისათვის, ასევე ირიბად აღიარებთ, რომ მიტინგების დასაშლელად მართლაც აკრძალული ნივთიერება იქნა გამოყენებული.

7. თუ საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ეჭვის დონეზე დაამტკიცა, რომ „კამიტი“ იყო გამოყენებული, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირები ძალიან სერიოზული სანქციების ქვეშ მოექცევიან.

8. თუ საქართველოს მთავრობა არ უჩივლებს BBC-ის, მაშინ ეს იქნება ბრალის აღიარების პირდაპირი დასტური.

როგორც ხედავთ, თქვენ იმყოფებით სრულ სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ცუგცვანგში, სადაც ნებისმიერი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი წამგებიანია.

შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან მინიმალური ზიანით გამოსასვლელად, საჭიროა შემდეგი სახის ქმედებები:

1. მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა.

2. ოპოზიციურ პარტიებთან პარიტეტულ საფუძველზე დროებითი, გარდამავალი მთავრობის შექმნა.

3. გარდამავალი მთავრობის მიერ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად.

4. მაქსიმალურად მოკლე ვადაში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება,“ - წერს ზურაბ გურული,

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი