უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 სექტემბერი, 2017 22:22
font-size

პატივისცემას არ იმსახურებს უჩა ნანუაშვილის ტენდენციური და ცალმხრივი მიდგომა ამ საქმისადმი - ჯარჯი წიკლაური

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქმისადმი მიკერძოებულ და ცალმხრივ მიდგომაში დაადანაშაულა. ომბუდსმენის განცხადებაზე, რომ ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა, წიკლაურმა განაცხადა, რომ ამ ნათქვამით ნანუაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

„დიდ პატივს ვცემ სახალხო დამცველის ინსტიტუტს, მაგრამ პატივისცემას არ იმსახურებს უჩა ნანუაშვილის ტენდენციური და ცალმხრივი მიდგომა ამ საქმისადმი. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, მოქმედებეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი უფლებამოსილება განსაზღვრულია ნორმატიული აქტით. როდესაც სახალხო დამცველი გამოდის და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღასრულდა, რას ნიშნავს ეს სიტყვები? აბა, უჩა ნანუაშვილის გადაწყვეტილებით უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება? რატომ ითავსებს სახალხო დამცველი მეოთხე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს?

სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც ხდება ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა. გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების გამოხატულება, კონსტიტუციითაა ასე და კანონით. უჩა ნანუაშვილი როცა აცხადებს, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა, მხოლოდ ზემდგომი ინსტანციაა უფლებამოსილი, შეცვალოს სასამართლოს გადაყვეტილება. სახალხო დამცველი ამეტებს თავის უფლებამოსილებებს, როცა აკრიტიკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ვფიქრობ, ის დაინტერესებულია და ტენდენციური. ის არა სახალხო დამცველი, არამედ ამ შემთხვევაში გიორგი მამალაძის დამცველია, ამ საქმეზე მეშვიდე ადვოკატად მოგვევლინა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტმეტრში“.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველი არ დასწრებია არცერთი პროკურორის დასვნით სიტყვას. წიკლაურმა აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მხოლოდ ორჯერ დაესწრო სასამართლო სხდომებს.

„თავად უჩა ნანაუშვილი ოთხი თვის განმავლობაში არ ესწრებოდა სხდომებს, მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი, ისიც, არ დაესწრო პროკურორების გამოსვლებს. სახალხო დამცველის ერთი წარმომადგენელი დადიოდა პროცესებზე, მაგრამ მე არ მინდა უხეშად გამომივიდეს, ტელეფონზე რაღაცებს თამაშობდა და მოწმეთა დაკითხვისთვის არც კი მოუსმენია. როგორ შეაფასეს მათ 100-მდე მოწმეთა ჩვენებებში წინააღმდეგობა, რომლებზეც საუბრობდნენ, თუკი არც კი მოუსმენიათ მტკიცებულებებისთვის? ეს არაა მონიტორინგი, ესაა ცალმხრივი, სუბიექტური შეფასება“, -თქვა პროკურორმა.

წიკლაურის თქმით, ომბუდსმენი თავიდანვე საუბრობდა საქმეში აღმოჩენილ დარღვევებზე, თუმცა იმ დროისთვის ნანუაშვილი გამოძიების მასალებს არ გაცნობია.
„27 თებერვალს პარლამენტში მოხსენებისას, როცა ის წინსწრებით აკეთებდა განცხადებას, ვითომ დარღვევები აღმოაჩინა, წარმოდგენა არ ჰქონდა საქმეში არსებულ მასალებზე. პარლამენტში, 27 თებერვალს მან განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილი ჰქონდა ინფორმაცია ამ საქმეზე - ეს იყო სიცრუე. შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილემ მიანიშნა მას, რომ მსგავსი წერილი არ იყო ჩვენთან შემოსული და უმჯობესი იქნებოდა მსგავს უსაფუძვლო განცხადებებამდე ჯერ გამოეთხოვებინა ინფორმაცია. მეორე დღესვე საკუთარი სიცრუის დასაფარავად მან მოგვმართა წერილით და მხოლოდ 2 მარტს მივიღეთ ეს წერილი. მანამდე მას ინფორმაცია არ ჰქონია“, -თქვა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ანა მებურიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი