სამართალი
პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6-ე დაწესებულების ყოფილი მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6-ე დაწესებულების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
,,ბრალდებულებს ს .ხ.-ს, ლ. ბ.-ს და რ. ჯ.-ს ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების დირექტორის, მისი მოადგილისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ორგანიზებით, საპყრობილეში შექმნილი უკანონო და დანაშაულებრივი სისტემის საფუძველზე ათეულობით მსჯავრდებული დაექვემდებარა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, ბრალდებულების ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულები სამარტოო საკანში საწოლის ნივთების, თეთრეულის, სამედიცინო მომსახურების, პირადი ჰიგიენის ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშე იყვნენ მოთავსებულები.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულთა მიმალვის, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 31 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


