უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2017 15:00
font-size

პასუხისმგებლობა არ აქვთ მარტო პარტიებს და პოლიტიკოსებს, პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩეველს - ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

,,თბილისმაც და მთელმა საქართველომაც 2017 წლის 21 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს, რომ:

1. არავის ენატრება 2004-2012 წლები!

2. არავის ენატრება გიგი უგულავას მერობისა და ბოკერიას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის ეპოქა!

3. არავის უნდა დაბრუნება იმ ჯოჯოხეთში, რაზეც გუშინ "იმედის" ეთერში საუბრობდნენ. ვგულისხმობ პატიმრების წამებას.

4. არავის სჯერა ვაშაძის ინოვაციური ზღაპრების. იმიტომ, რომ "ერთი ფანჯრის" სისტემა, რასაც ბატონი ვაშაძე საკუთარ დამსახურებად მიიწერს, დიდიხანია დანერგილია არადემოკრატიულ ქვეყნებშიც.

კიდევ მრავალი არჩევნები ჩაივლის ამ ბედკრულ ქვეყანაში და ვაშაძეები 10 წლის მერეც ილაპარაკებენ "ერთი ფანჯრის" მიღწევაზე... მაშინ, როდესაც მსოფლიოს უკვე მფრინავი იუსტიციის სახლები ექნება დანერგილი.

5. არავითარი 500 000 ამომრჩეველი ნაცმოძრაობას არ ჰყოლია 2012-ის შემდეგ და არ ჰყავს დღეს. მხარდამჭერთა ეს სიმწირე ჩანს მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზეც. ბოკერიას ხომ საერთოდ.

6. ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ უპატიებია ბოკერიებისა და კოხტა კოდუებისთვის კაცთა კვლა, წამება, გაუპატიურება, წართმევა, დაჩაგვრა, ღირსების გათელვა.

7. გვახსოვდეს: პასუხისმგებლობა არა აქვთ მარტო პარტიებს და პოლიტიკოსებს. პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩეველს... და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ხმები მოვა ჩვენთან, თქვენი მხარდაჭერა მოვა ჩვენთან და არა წინა რეჟიმის პოლიტიკურ ჯგუფებთან და კანდიდატებთან, დღეს ძალიან რომ ჰგვანან სტერილურ კრავებს. გეშინოდეთ ამ ხალხის, იცოდეთ: თუ დაბრუნების შანსს მისცემთ, გადაგვივლიან! მერე გვიან იქნება სინანული, რომ შეცდით. ეს სინანული ვეღარც ქვეყანას უშველის და ვერც ქართველ ხალხს“, - წერს ინაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი