სამართალი
პასუხი მთავარ კითხვაზე-ვინ დაანგრია ფარდული ხორავას ქუჩაზე !
,,ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დანგრევა თბილისის მთავარი სამმართველოს მკვლელობების განყოფილების უფროსის კახა სირაძის უშუალო განკარგულებით მოხდა.
როგორც კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუყოვლებლივ უნდა დაიწყოს.
,,ეს არის სკანდალი,რომელზეც გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს !
ინფორმაცია სანდო წყარომ მომაწოდა !
პასუხი მთავარ კითხვაზე-ვინ დაანგრია ფარდული ხორავას ქუჩაზე !
მაშ ასე :
თბილისის მთავარი სამმართველოს მკვლელობების განყოფილების უფროსის კახა სირაძის უშუალო განკარგულებით მოხდა ფარდულის დანგრევა!
კერძოდ,
2015 წლის დასაწყისში კახა სირაძე თავის თანამშრომლებთან ლაშა ქურხული, გელა ანჯაფარიძე, გიორგი კაჭარავა, შოთა ჭანუკვაძე, გოგიტა დიდებაშვილი და ოთარ მირზოევთან ერთად დაიბარეს შსს გენერალურ ინსპექციაში და მოსთხოვეს მათ პატაკების დაწერა შსს-რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.
კახა სირაძე იყო რა მირზა სუბელიანის უახლოესი მეგობარი, სთხოვა მას დახმარება ეშუამდგომლა მინისტრთან.
თავის მხრივ მირზა სუბელიანი დაუკავშირდა სოზარ სუბარს და კახა სირაძე ჩამოთვლილი პირების ნაწილთან ერთად გადაურჩა შს სამინისტროდან დათხოვნას. რითაც თავის მხრივ დაივალდებულა თავი მირზა სუბელიანთან.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მერე, კახა სირაძეს უშუალოდ დაევალა კონტროლი აღნიშნულ საქმეზე ქალაქის სამმართველოს მკვლელობების განყოფილებაში. რის შემდეგადაც ის აქტიურად მონაწილეობდა საქმის ფალსიფიკაციაში! მისი მითითებით დაინგრა ფარდული !!!დაუყოვნებლივ
გასაჯაროვდეს 2017 წლის, 1-2-3 დეკემბრის მირზა სუბელიანის და კახა სირაძის (ტელ. 577410006) დეტალური ამონაწერი შესაბამისი ფიჭური კომპანიებიდან!
დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით!!!“ - წერს ელისო კილაძე,
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


