უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2019 13:03
font-size

პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო კონფერენციას უმასპინძლებენ

პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 აგვისტოს სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიებას გამართავენ.

კონფერენციაზე განიხილება სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდე ღონისძიებაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

პაშა ბანკის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მაშინ ბანკის ინიციატივით განხორციელდა შეხვედრა - MEETING ROOM, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ ბიზნეს კონფერენციების ციკლს წარმოადგენდა.

პროექტის ფარგელბში, რიგით პირველი კონფერენცია თემაზე „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ 2016 წლის 25 მაისს სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი