პოლიტიკა
პარტიული ცხოვრებისთვის მზად არ ვარ - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის იზიარებს დავით უსუფაშვილის მოსაზრებების დიდ ნაწილს, ის პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე მზად არაა.
„ბატონ დავითთან მქონდა არაერთი შეხვედრა, მქონდა აგრეთვე შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებთან. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მას ვუთხარი, რომ ამას არც მომავალში არ ვაპირებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.
ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, იმაზე, თუ რა როლი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ვითამაშოთ ქვეყნის გაძლიერებაში, ამის შესახებ ბატონი დავითის შეფასებების ძირითად ნაწილს ვიზიარებ, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის მშენებლობასა და პარალელურად, ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობას, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვარ“, - თქვა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


