პოლიტიკა
პარტიულ შეხვედრაზე განვიხილეთ, რომ 2018 წელს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შატო მუხრანში გამართულ პარტიულ შეკრებაზე განიხილეს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩატარების ვარიანტი.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბევრი აზრი იყო დაფიქსირებული, იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანმა დააფიქსირა. ამის არგუმენტი იყო ის, რომ როცა კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია, იმ სისტემაზე პირდაპირ გადავიდეთ, რაც კლასიკური გაგებით, საპარლამენტო მოდელისთვის სწორია. უმრავლესობაში საკითხი განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება", - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ცვლილება არაა მიმართული კონკრეტული პერსონისაკენ.
შეგახსენებთ, ახალი საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით აირჩევენ. ქვეყნის პირველ პირს 300 ხმოსანი აირჩევს.
„შატო მუხრანში“ „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრა 4 ივნისს გაიმართა. შეკრებაზე იმსჯელეს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თვითმმართველობის რეფორმებზე, ასევე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


