პოლიტიკა
პარტიიდან უსუფაშვილის წასვლის პროცესი 2014 წლიდან დაიწყო - თამარ კორძაია
რესპუბლიკური პარტიის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლის პროცესი 2014 წლიდან დაიწყო, როცა პარტიის ლიდერებს განსხვავებული პოზიციები გაუჩნდათ ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ჩვენ განსხვავებული პოზიციები გაგვიჩნდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინვე გვსურდა ოპოზიციაში გადასვლა, თუმცა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობასთან ერთად მოახერხა, რომ პარტია არსებულ პოზიციაზე დარჩენილიყო. ჩვენ განსხვავებული ხედვები გვქონდა აგრეთვე მინისტრების არჩევის დროსაც და მაშინაც გვსურდა ოპოზიციაში გადასვლა, თუმცა ეს არც მაშინ გამოვიდა.
დავით უსუფაშვილს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს სხვა პოლიტიკური ხედვა“, - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიამ დაადასტურა, რომ პარტია ასევე დატოვეს ფრიდონ საყვარელიძემ და თენგიზ შერგელაშვილმა. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, კორძაიას თქმით, მან პარტია გაცილებით ადრე დატოვა და ის მოტივები არ ამოძრავებდა, რაც პარტიიდან ბოლო დღეებში წასულ წევრებს.
,,დიახ, ჩვენ შევეჯახეთ დიდ აისბერგს, მაგრამ ბორტზე მყოფი ადამიანები არ დამხრჩვალან და ნავში არიან. იმედი მაქვს, ახალი ძალებით შევძლებთ პარტიის გადარჩენას. პარტიაში რჩებიან: ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, თამარ ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, თამარ კორძაია - ასე რომ, დამრჩენების სიაც საკმაოდ ვრცელია.
რაც შეეხება წამსვლელებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ წუთისთვის, განცხადება გამოგზავნილი აქვთ მხოლოდ ფრიდონ საყვარელიძეს და თენგიზ შერგელაშვილს, რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ის გაცილებით ადრე გავიდა პარტიიდან და მას ის მოტივები არ ამოძრავებდა, რაც ახლა წასულ ადამიანებს ამოძრავებთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


