უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 14:30
font-size

პარტიებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდას - ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მეორე ტურის წინ პოლიტიკური თანამდებობის პირების გაკეთებული განცხადებები შესაძლო სამოქალაქო ომსა და დაპირისპირებაზე საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

ორგანიზაცია მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, ხოლო ხელსიუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს - გამოიძიონ ახალქალაქში მომხდარი თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის შტაბზე.

„წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

წარსული გამოცდილებით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ინფორმაციით, იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები 30-მდე ადამიანთან ერთად შეცვივდნენ მათს ოფისში და თავს დაესხნენ ამ გაერთიანების წევრებს. შედეგად, „ძალა ერთობაშია“-ს 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. წინა დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდისა და ძალადობის წახალისების ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბოს მოსაზრება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ძალდატანების, მოსყიდვისა და ნებისმიერი სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე.

ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი განცხადებებით არ გამოიწვიონ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობისა და შიშის გარემოს განცდა. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ძალადობისგან დაიცვას თითოეული მოქალაქე, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ინსტიტუცია, და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა.

ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას. ამდენად, არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას“, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნულიდან გამომდინარე მოუწოდებს თანამდებობსი პირებს, საპრეზიდნეტო კანდიდატებს, პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, რომ :

მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საჯარო განცხადებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდას და რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა დაშინებისკენ;

მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ პატივს სცემენ ამომრჩევლის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოხატულ ნებას;

საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი კონოტაციის მქონე განცხადებები.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ:

დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის ინციდენტი, აგრეთვე ამ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების სხვა ფაქტები. გამოკვეთონ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს;

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში, უშუალოდ კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ, უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი