უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2017 15:35
font-size

პარტია, რომელსაც არ ჰყავს ამომრჩეველი, არ უნდა იღებდეს საბიუჯეტო დაფინანსებას - ზვიად ძიძიგური

საჭიროა, პარტიები განვავითაროთ, ბლოკური სისტემა კი ამას აფერხებს,- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგური ბლოკების გაუქმების საკითხს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანებები ვინც ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ, საბიუჯეტო დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ.

„ბლოკების გაუქმების საკითხი მნიშვნელოვანია პარტიების განვითარებისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ხალხის მხარდაჭერით იქნება განპირობებული. ბლოკებში ხვდებიან ხშირად ის პარტიები, რომლებიც ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ამიტომ ისინი არ უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პარტიების განვითარებაზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

უმრავლესობის წევრი პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ქვეყნებში პრეზიდენტი ირიბი წესით უნდა აირჩიონ.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროპული ქვეყნების მაგალითებიდან, საპარლამენტო რესპუბლიკაში პირდაპირი არჩევის წესით პრეზიდენტის არჩევა არის საკმაოდ მაღალი ლეგიტიმურობა. ერთადერთი კონსენსუსი, რაც შეიძლება დავუშვათ, ეს არის, რომ ქვეყანა იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომ არჩევის წესთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ორი ვერსია, პირდაპირი და არაპირდაპირი.

ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება არსებული წესით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კვალიფიციურად და ისე, როგორც ამას ითხოვს საზოგადოება“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი