პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და, ხაზგასმით ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც - ანა ბუჩუკური
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და, ხაზგასმით ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბუჩუკურის თქმმით, თუ „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობას, ამას ყველა თავად პარტიისგან გაიგებს.
„თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის ე.წ. სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული. საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“ – წერს ბუჩუკური.
პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


