პოლიტიკა
პარლამენტში წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის სამი კანდიდატი ცნობილია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტში წარსადგენი 3 კანდიდატი აირჩია.
9-წევრიანმა შესარჩევმა კომისიამ ყველაზე მეტი - 6 ხმა იურისტ აკაკი გიგინეიშვილს მისცა, ხოლო ბისნეზინჟინერს გიორგი იაკობაშვილსა და ფიზიკოსს ლელა ფირალიშვილს 5-5 ხმა ერგოთ. სწორედ ისინი წარედგინებიან საპარლამენტო უმრავლესობას.
აღნიშნული სამიდან პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთი მეურვე უნდა აირჩოს. ამისთვის კანდიდატმა 76 ხმა უნდა მიიღოს.
არჩეული კანდიდატების გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვის შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა დავით ცინცაძემ, ია მამალაძემ, მიხეილ მრევლიშვილმა, პაატა სურგულაძემ და ავთანდილ კახნიაშვილმა.
სამეურვეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნათელა სახოკიას შვილი - ირაკლი რუხაძე ტვ იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს და ამის გამო სახოკიამ თანამდებობა დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


