უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2018 17:00
font-size

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო შემცვლელად ჯაბა ჯიშკარიანი სახელდება

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მთაწმინდის ოლქში კი, შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს.

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო კანდიდატად ჯაბა ჯიშკარიანი განიხილება.

„მგონია, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ცნობადი სახე იქნება თუ სხვა ნიშნებით გამორჩეული, მთლიანობაში უნდა ემსახურებოდეს ერთ მთავარ მიზანს, რაც შეიძლება მეტი კომპეტენცია ჰქონდეს თავის საკითხებში და რაც შეიძლება ერთგული იყოს თავისი ქვეყნის და თუნდაც, თავისი რაიონის. რატომაც არა, ჯაბა ჯიშკარიანიც,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, კანდიდატს საბოლოოდ კონსულტაციების შემდეგ დაასახელებენ.

„მე მგონი, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ახლა დანარჩენზე საუბარი, არის მჩხიბაობა და მკითხაობა. ასე, რომ მე ამ საქმეში არ ვმონაწილეობ ხოლმე. ვნახოთ, მოვა დრო და ალბათ, შევჯერდებით კანდიდატზეც და იმაზეც, თუ რა ფორმით მივიღოთ მონაწილეობა,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი