პოლიტიკა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შესახებ, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ჩატარდება
პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს მიმართავს.
მისივე ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ოთხშაბათს მოხდება.
როგორც ცნობილია, რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოხდება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეს გამოიძიებს.
როგორც ცნობილი გახდა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა, საპარლამენტო უმცირესობის, კერძოდ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, 17-კაციან კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით იქნება წარმაოდგენილი.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


