პოლიტიკა
პარლამენტში პირველი მოსმენით ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობაზე, არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე, საზოგადოებრივი სივრცის იერსახის დაზიანებისა და უნებართვოდ ადგილების წარწერებისა და ნახატების განთავსებაზე ჯარიმები გაიზრდება.
საკითხი კიდევ 2 საკომიტეტო მოსმენის შემდეგ გავა.
ცვლილებების მიხედვით, უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმები 20-დან 50 ლარამდე გაიზრდება; არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე ფიზიკური პირი 200-ის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული - 300-ის ნაცვლად 3000 ლარით.
საზოგადოებრივი სივრცეების იერსახის დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის პოლიტიკური პლაკატების განთავსების შემთხვევაში ჯარიმა 50-ის ნაცვლად 200 ლარი იქნება; უნებართვოდ და აკრძალულ ადგილებზე წარწერებისა და ნახატების განთავსების შემთხვევაში ფინანსური სანქცია 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


