პოლიტიკა
პარლამენტში ხუთი ფრაქცია ჩამოყალიბდა
დროებითმა სამანდატო კომისიის მსჯელობის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ხუთი ფრაქცია ჩამოყალიბდა.
,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობა პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა, უმრავლესობის ლიდერად კი, არჩილ თალაკვაძე დასახელდა.
ფრაქციაში ,,ქართული ოცნება,’’ გაწევრიანებულია 110 წევრი. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, მდივანი კი ნინო წილოსანი.
ასევე შეიქმნა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველები,’’ რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე კი, სიმონ ნოზაძე იქნება.
რაც შეეხება უმცირესობას, ის 26 წევრის შემადგენლობით დარეგისტრირდა.
პარლამენტში დარეგისტრირებული მესამე ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა,’’ რომლის შემადგენლობაში შედის პარლამენტის 20 წევრი. ფრაქციას თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. ასევე, დარეგისტრირდა 6-კაციანი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის,’’ რომლის თავმჯდომარეც ელენე ხოშტარია გახდა.
პარლამენტში ჩამოყალიბებული მეხუთე ფრაქცია 6 წევრისგან შედგება. მისი სახელწოდებაა ,,საქართველოს პატრიოტები’’, ფრაქციის თავმჯდომარე კი, გიორგი ლომია გახდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


