პოლიტიკა
პარლამენტში 115 კაცი 27-ს ებრძოლოს არ იქნება ლამაზი - ნუკრი ქანთარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის პირველს სესიაზე ქუჩიდან შემორჩენილი რიტორიკის გატარება სცადეს.
ამის შესახებ ქანთარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც ნაციონალებმა ახალი პარლამენტის შეკრების დროს სცადეს, ეს იყო ჯერ კიდევ ქუჩიდან შემორჩენილი რიტორიკა. საქმე იმაზე სერიოზული გვაქვს საკეთებელი, ვიდრე კინკლაობაა. ის, რომ მე ოსმალეთში ვიბრძოდი, ტანკისტი ვიყავი და რომ სააკაშვილს ვებრძოდი, მსგავსი რიტორიკა ჩვენგან აღარ იქნება. მე ვფიქრობ. რომ ამ ეტაპზე საქმე გვაქვს საკეთებელი, მით უმეტეს, არიან ახალი სახეები, რომლებიც საქმიანად ჩაერთვებიან პარლამენტის მუშაობაში. ის, რომ 115 კაცი 27-ეს ებრძოლოს, არ იქნება ლამაზი, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პროკურატურას დაავიწყდება“,- აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


