პოლიტიკა
პარლამენტს უნდა ჰქონდეს კვოტირების ისეთი სისტემა, რომ მყარად გამორიცხავდეს ხალხისთვის მიუღებელი კანდიდატურების არჩევას - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განაცხადებით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს კვოტირების ისეთი სისტემა, რომ მყარად გამორიცხავდეს საზოგადოების, ხალხისთვის მიუღებელი კანდიდატურების არჩევა- დანიშვნას ამა თუ იმ თანამდებობაზე.
,,პარლამენტს უნდა ჰქონდეს კვოტირების ისეთი სისტემა, იმგვარი რეგლამენტი, რომ მყარად გამორიცხავდეს საზოგადოების, ხალხისთვის მიუღებელი კანდიდატურების არჩევა- დანიშვნას ამა თუ იმ პოსტზე. კაკაბაძის შემთხვევაში, ლომჯარიას შემთხვევაში გამოვიდა, რომ კვოტირების სისტემას, რეალურად კი, კობახიძე- მდინარაძეების გაუგებარ ლოგიკას შეეწირა სახალხო დამცველის პოსტი და ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის თანამდებობა. ეს რეგლამენტი, ეს სისტემა არ იცვლება იმიტომ, რომ საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაციის საუკეთესო საშუალებაა და საპარლამენტო თამაშების, გარიგებების საუკეთესო საშუალებაა. ვგულისხმობ, კობახიძე-მდინარაძეების ჯგუფის გარიგებას ბოკერიასთან, რომლის ფრაქციის კანდიდატურა იყო კაკაბაძე. სამწუხაროდ, ჩვენს ფრაქციას არ ჰქონდა ეს კვოტა,- წარგვედგინა კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. იმაზე არავინ საუბრობს, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მანკიერი სისტემა და გახდეს ის სამართლიანი და თავისუფალი, ყველა საპარლამენტო ფრაქციისთვის ხელმისაწვდომი... იმაში გვარწმუნებენ, რომ თუ ოპოზიცია ნეგატიურ კადრს წარადგენს, ეს მმართველი გუნდისთვის კარგია. სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის რა არის კარგი, ეს არავის აინტერესებს. მეგის ქარდავა რომ წარადგინოს ბოკერიამ სახალხო დამცველის პოსტზე, მდინარაძე რას გვეტყვის, კვოტირების სისტემა ასეთი გვაქვს და მეგის ქარდავა ან კოხტა კოდუა უნდა ავირჩიოთო, თუ როგორაა საქმე?!“ - წერს ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


