პოლიტიკა
პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად, 91 ხმა 0 ხმის წინააღმდეგ დაუჭირა.
რეზოლუციის პროექტი ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.
დამტკიცებული პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ცხადდება.
უალტერნატივო პრიორიტეტად სახელდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში, ხოლო ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ განხილულია ამერიკის შეერთებული შტატები.
ამასთან, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ცხადდება გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება, ეკონომიკური განვითარების შეუფერხებლობა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.
რეზოლუცია ხაზს უსვამს მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობას.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


