უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 დეკემბერი, 2025 17:11
font-size

პარლამენტმა პირველი მოსმენით „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონის პროექტით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ერთი წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას განახორციელებს, რომლის ფარგლებში სააგენტოს უფლებამოსილება ექნება მუნიციპალიტეტებში, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და მისი იდენტურობა უზრუნველყოს.

სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქე ვალდებული იქნება ნაკვეთის დასარეგისტრირებლად სააგენტოს თავად მიმართოს.

ამასთან, კანონს „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება ემატება, რომელიც სააგენტოში დასაქმებული, აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი იქნება, რომელიც ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს აწარმოებს. როგორც მთავრობა განმარტავს, ფუნქციონირებას კერძო ამზომველებიც გააგრძელებენ და თავად მოქალაქე გადაწყვეტს, ისარგებლოს კერძო ამზომველის მომსახურებით თუ სახელმწიფო ამზომველის. კერძო ამზომველის მიერ განხორციელებული სამუშაო, შესაძლოა, სახელმწიფო ამზომველმა გადაამოწმოს, თუ სააგენტო გადაწყვეტს.

როგორც ცნობილია, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეგისტრაცია ორი მიმართულებით - სპორადული წესით და სისტემური წესით წარმოებს. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს, სისტემური წესის ნაწილში კი, რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი დგებუაძის ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში, 2022-2025 წლების მონაცემებით, 2 094 707 მიწის ნაკვეთი აიზომა, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს. 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. 2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე 1 469 581 მოქალაქე გახდა.

სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება.

„კანონის პროექტის მიზანია, პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო უფლების რეალიზება ვერ მოახდინეს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვონ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან სააგენტომ სპორადული რეგისტრაცია გააგრძელოს.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში სააგენტო განახორციელებს მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას ექნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს მისი იდენტურობა. იცვლება მხოლოდ მომართვიანობის ფორმა. თუ სისტემური რეგისტრაციის დროს კონკრეტული განცხადება აუცილებელი არ იყო, ამ შემთხვევაში კონკრეტული განცხადება იქნება აუცილებელი და კონკრეტულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სააგენტოს ინდივიდუალური განცხადებით მიმართოს. სააგენტო ამის შემდეგ იმავე წესით გააგრძელებს რეგისტრაციას“, - განმარტა ინიციატორმა.

კანონის პროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი