უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2017 12:50
font-size

პარლამენტმა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და მაღალი ლეგიტიმაცია ვერ შეძლო - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს მეტი გამჭვირვალობისა და დემოკრატიისთვის, ომბუდსმენის კანდიდატურა ფართო სამოქალაქო დიალოგის ფონზე უნდა შეერჩია და არა მხოლოდ ვიწრო კუთვნილების მქონე ჯგუფთან ფორმალური კონსულტაციის შემდეგ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტმა, ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მეტი ლეგიტიმაცია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტს არ უნდა დაერღვია ტრადიცია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატები შეირჩევოდნენ სამოქალაქო სექტორთან ფართო დიალოგის პროცესში. პარლამენტს უნდა მოეხდინა მომავალი ომბუდსმენის კანდიდატების წარმოდგენისთვის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს ან/და პირებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების სფეროში შესაბამისი გამოცდილება გააჩნდათ, შეეძლებოდათ განაცხადის გაკეთება. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტმა რვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთი შეხვედრით, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან კონტაქტის საფუძველზე, სახალხო დამცველის მომავალი კანდიდატის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მსურველ სხვა შესაძლო პირებს და ამ პროცესის საზოგადოებრივი ინტერესებით წარმართვის შესაძლებლობას აკნინებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი, კანონის თანახმად, ვალდებული არ არის საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შეარჩიოს, მაგრამ მაღალი პოლიტიკური კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური პრინციპების დაცვისა და ობიექტურობის ტესტიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს პროცესის წარმართვა ამ ფორმით უნდა მოეხდინა. ორგანიზაცია, მოცემულ შემთხვევაში, აქცენტს აკეთებს შერჩევის პროცედურებზე და არ განიხილავს სახალხო დამცველის მსურველი კანდიდატების საზოგადოებრივ რეპუტაციას, გამოციდლებას და მიუკერძოებლობის ხარისხს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშანვს, რომ ხალხის სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, პარლამენტს შეერჩია პირი, რომელიც, თავისი ბიოგრაფიის არც ერთ ეტაპზე, პირადი და სამსახურეობრივი ურთიერთობებით, დაკავშირებული არ იქნებოდა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, საზოგადოებას ექნებოდა კონსოლიდირებული აზრი მის ბიოგრაფიასთან და მისი მიდგომები თავსებადი იქნებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებთან.

„ახალაგზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ამ თვალსაზრისით, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა კოალუციამ საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევა საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად გადაწყვიტა, 2012 წელს ამ პროცესის მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყო. მაშინ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სულ შვიდი კანდიდატი: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლეიშვილი, უჩა ნანუაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, ნინა ხატისკაცი და ნათია იმნაძე იქნენ წარდგენილები, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებთან უშუალოდ მოუწიათ საპროგრამო საქმიანობის გაცნობა. ამ პროცესში, აქტიური მონაწილეობა მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“.

ცნობისთვის: ორგანიზაციის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ინსტიტუციური დიალოგის პროცესში აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც მუდმივად გამოიხატებოდა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე ლია მუხაშავრიას კანდიდატურის წარდგენით (2012 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით (2015 წ.), საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად თემო ჭეიშვილის კანდიდატურის წარდგენით (2016 წ.), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენით (2016 წ.) და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად ქეთევან ბექაურის კანდიდატურის (2017 წ.) წარდგენით. აქედან, სწორედ საქართველოს პარლამენტის ორი გადაწყვეტილება, ორგანიზაციის მიერ უშუალოდ წარდგენილი კანდიდატების სასარგებლოდ იქნა მიღებული.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი