პოლიტიკა
პარლამენტმა ნაციონალურ მოძრაობის გამოყოფილი ფრაქციები უნდა დაამტკიცოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში, 13 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ორი წერილი შევიდა.
„შემოსულია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მომართვა საპარლამენტო უმცირესობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე“,-აღნიშნა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ერთი წერილის ავტორი ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ჯგუფია, რომელმაც 13 იანვარს ფრაქციას სახელი შეუცვალა და ევროპული საქართველო დაარქვა, ასევე ფრაქციის თავმჯდომარე შეცვალა.
მეორე წერილში ნათქვამია, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისთვის“ ფრაქციასაც შეეცვალა სახელწოდება და მას ამავე წერილის თანახმად, მას „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“ ეწოდა, ხოლო თავმჯდომარე არ შეცვლია.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ეს ორი წერილი ცნობად მიიღო, ხოლო შემდეგი პროცედურის თანახმად, პარლამენტმა ახალი ფრაქციები უნდა დაამტკიცოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


