პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, პირველადი რედაქციით დამტკიცებულია. პარლამენტმა კანონპროექტი 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.
დეპუტატებმა დღესვე მიიღეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პირველადი რედაქციით. ამ შემთხვევაში, კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 3 აღმოჩნდა.
,,გილოცავთ , საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას. გილოცავთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის მიღებას. ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე აგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუველყოფს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, კოლეგებო“, - მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურაში არ მონაწილეობდნენ ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტებისა“ და ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


