პოლიტიკა
პარლამენტმა გადასახადების გაზრდის და ახლის შემოღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა უარი თქვას - არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პარლამენტმა გადასახადების გაზრდის და ახლის შემოღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა უარი თქვას, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
,,პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვების ფარგლებში გაჟღერდა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტიდან 67-ე (მოქმედი რედაქციით 94-ე) მუხლის ამოღების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან მრავალჯერ დაფიქსირდა პოზიცია საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე, რაც აისახა კიდეც ინციირებულ კანონპროექტში, გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად.
ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში.იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC),საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED) , საზოგადოება და ბანკები, ევროპა საქართველოსთვის, Policy and Management Consulting Group, საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


