პოლიტიკა
პარლამენტიც ასევე არის მოსახლეობის წინაშე ვალდებული მთავრობის მუშაობის შედეგებზე - რევაზ არველაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, ის მინისტრობი სკანდიდატების გამოსვლებით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ არ იქნება კმაყოფილი, თუ შედეგები არ იქნება.
„სიმართლე რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმ გამოსვლებით, რაც მოვისმინე. რა შეკითხვებიც მქონდა, კანდიდატებს დავუსვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ შედეგი არ იქნება ისეთი, რაც დაგვპირდნენ და რასაც ველოდებით. როგორც ვთქვი, პარლამენტიც ასევე არის მოსახლეობის წინაშე ვალდებული შედეგებზე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ამიტომ უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი, არა იმ მიმართულებით, როგორც ჩანს ხანდახან, ბოღმა გადმოვანთხიოთ, ჯიბრში ჩავუდგეთ და ვეცადოთ გამოვიჭიროთ, არამედ გვერდში დავუდგეთ და ჩვენი ცოდნა–გამოცდილება წავახმაროთ მათ, თუ დასჭირდებათ“, - განაცხადა რევაზ არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


