პოლიტიკა
პარლამენტის თბილისში გადმოტანა ისეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორიც მისი ქუთაისში გადატანა იყო _ კობა ნარჩემაშვილი
,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანიპულირებენ. ამის შესახებ ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა ისეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორიც მისი ქუთაისში გადატანა იყო.
,,თავის დროზე, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ეს არ იყო ხალხის კეთილდღეობისთვის ჩაფიქრებული იდეა, თუმცა დღეს იგივე პარლამენტი თუ გადმოვა თბილისში, ასეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორც ეს თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი. იქ უკვე შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა და სურვილი მაქვს, რომ ეს ქალაქი იყოს მეორე პოლიტიკური ცენტრი.
დაანებონ თავი ჩემმა ოპონენტებმა ამ თემით მანიპულირებას, პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში არ დგას დღის წერიგში. ამ თემით ახდენენ მანიპულირებას მეორე ტურის წინ ჩვენი ოპონენტები. ამ თემაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იყოს საუნივერისტეტო ქალაქი, განვითარებული ინფრასტუქტურის მქონე ქალაქი, რაც პრიორიტეტად დაისახა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


