პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს - ნუკრი ქანთარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბოლოდროინდელი განცხადებების ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ კობახიძემ საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს.
„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად ამომწურავად გამოხატა სწორედ პარტიის პოზიცია, როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია. ეს ჩვენ ნოტებიც და რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი რიტორიკა, ვფიქრობ, რომ მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საუბარი კობახიძის მიერ თანამდებობის ნაადრევად დატოვებაზე, ქანთარიამ უპასუხა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.
„სულ ვამბობ, რომ ბუნებაში ყველაფერი მოსალოდნელია, დღეს მე ვარ, ხვალ შეიძლება, სულაც არ ვიყო“, -თქვა ქანთარიამ.
ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ნაწილმა შეიძლება დააყენოს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმდჯომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


