უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2017 14:00
font-size

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა - არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანებიან.

საუბარია 26 მაისის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მისამართით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაზე, საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

,,გვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად. თუმცა, ასეთი შეცდომა ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურისთვის, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა, მათ შორის, პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით.

საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის პრობლემა საზოგადოდაა ცნობილი. ეს გამოწვევა მთავრობამაც გააცნობიერა და 2014 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში ასახა, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პოლიტიკური ზეგავლენა და წნეხი საჯარო მოხელეთა მოტივაციისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს“. პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს.

ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, აძლიერებდეს ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საჯარო სამსახურის მეტ პოლიტიზებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო პერიოდში.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მედია კლუბი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი