პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბორჯომის საკრებულოში შექმნილი სიტუაციით დაინტერესდება.
"მე, როგორც პარტიული ლიდერი ამ შემთხვევაში, დავინტერესდები იქ არსებული ვითარებით და თუ არის, ასე ვთქვათ, ჩარევა საჭირო, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავერევით პოზიტიური კუთხით, რომ მოგვარდეს შესაბამისი პრობლემა",- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავარია მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს და ბორჯომის მოსახლეობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი იმ მომსახურებებით, რომელიც მიეწოდება მას მუნიციპალიტეტის მხრიდან.
31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში ქვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს იანვრის ხელფასი დღემდე არ აუღია.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


