პოლიტიკა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება
,,ქართული ოცნების“ წევრის, თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს კვლავ ლერი ხაბელოვი დაიკავებს. ამის შესახებ ჭკუასელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მანანა კობახიძე ამ თანამდებობის დაკავებაზე უარს იტყვის, კომიტეტს სოფო კილაძე ჩაიბარებს.
,,სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი იქნება ისევ ხაბელოვი, ვინც იყო. ლერი ძალიან ეფექტური თავმჯდოამრე იყო თავის დროზე და ენერგიით სავსე ადამიანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძეზე იყო საუბარი, თუ მანანა კობახიძემ უარი თქვა“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
ვინ დაიკავებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სპორტისა და ახალგზარდობის კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებს, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


