უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ივლისი, 2018 17:00
font-size

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს - ოთარ კახიძე

მიხეილ კალანდია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად და ჩვენი შეფასებით, სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით, – განუცხადა ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ.

სპეციალიზებულ ცენტრში ფსიქოლოგების მიერ მიხეილ კალანდიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვას ასევე ესწრებიან აღნიშნული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები. კომისიამ უკვე დაკითხა მოწმე ა.ს., რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.

დღესვე მოხდება ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.

ოთარ კახიძის თქმით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მ.კ.–ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე.

ამასთან, როგორც საგამოძიებო კომისიის წევრი ამბობს, ირკვევა, რომ საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირო.

„არ არის ვალდებული ადამიანმა მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება ა.ს.–ს გამოკითხვას, ოთარ კახიძემ დაკითხვის შინაარსზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი