უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2025 00:37
font-size

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.

„ყველას რაღაც დონეზე გვავიწყდება რაღაცები, მათ შორის წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები, თუნდაც ემოციურ დონეზე, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, დაგვავიწყდა მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა და ამ ყველაფრის გასახსენებლად ეს კომისია იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნახეთ, რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი ამ კომისიის ფორმატში. უმძიმესი დანაშაულები, ეს ეხებოდა, მათ შორის ბიზნესის რეკეტს, მათ შორის ადამიანების წამებას, ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, ტელევიზიების მიტაცებას, 2008 წლის ომს და ა.შ. უამრავი დანაშაული, უმძიმესი დანაშაულები და ეს გავიხსენეთ ჩვენ სწორედ ამ კომისიის წყალობით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე კომისიის წყალობით შესაძლებელი გახდა იმის გახსენება, თუ რას აკეთებდნენ იგივე ძალები გასული წლების განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციის რიგებიდან ვნებდნენ ქვეყანას, ეწეოდნენ საბოტაჟს.

„ამ ყველაფრის გახსენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა. ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რომ ნახოთ ამ გაერთიანების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები გერმანიაში, ზუსტად იმეორებს იმას, რასაც აკეთებენ ეს რადიკალური პარტიები ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი