უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივნისი, 2018 13:00
font-size

პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დაიხურება

მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დაიხურება.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურება.

ამასთან, პარლამენტში მიმდინარე კვირას განსახილველად სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები შევა, რისი მიღების შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად გამოცხადდება.

ასევე, დეპუტატებს მსჯელობა მოუწევთ ათობით საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და, რომელთა შორისაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება-დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, პარლამენტს გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს, რადგან ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს და საკითხის პირველი მოსმენით სესიაზე გატანამდე, კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მმართველი გუნდი შეჯერებულ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს.

საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში დასრულების შემდეგ დეპუტატები შვებულებაში გავლენ. საშემოდგომო სესია კი, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი