პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძე ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2 კანონპროექტზე დადებულ ვეტოს განხილვას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის, კამათი მოჰყვა.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც გრძლევადიანი სტრატეგიის გარეშე ხდება 7 თვითმმართველი ერთეულისათვის თვითმმართველობის ჩამორთმევა და იქ არჩევნები გუქმება, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პასუხად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ ენაზე საუბრობენ და ეს გასაკვირი არ არის. მან ანა დოლიძეს შენიშვნაც მისცა და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ერთია პოლიტიკური გამოსვლები და მეორეა ექსპერტული შეფასება გარკვეული ცვლილებების და რეფორმების. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ აქ, სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, ვერც ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკური შეფასებების გარდა ვერაფერი.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩემი ვალდებულებაა დავიცვა ეთიკის სტანდარტები. ეთიკის სტანდარტები, მათ შორის, მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება შედიოდეს პოლიტიკოსთან პოლემიკაში. საჯარო მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკოსი არის პოლიტიკოსი, ეს არის უმარტივესი სტანდარტი, რომელიც არის დადგენილი საყოველთაო თეორიით პოლიტიკის, საჯარო სამსახურის და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ „არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეს თავისი თავი ეგონოს პოლიტიკოსი.“
პარლამენტის თავჯდიმარის ამ განცხადებას განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთი საჯარო მოხელე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.
„უამრავი საჯარო მოსამსახურე გამოდის, დგება იქ და პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. ეს არ არის ნორმალური, თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პასუხად ირაკლი კობახიძემ სერგო რატიანი ტყუილში დაადანაშაულა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


