პოლიტიკა
პარლამენტის რეგლამენტი დასახვეწია - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი გადაისინჯება, რათა პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება.
„არის დასახვეწი რეგლამენტში მთელი რიგი პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია როგორც კანონშემოქმედებასთან, ასევე ზედამხედველობასთან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვამზადოთ დახვეწილი რეგლამენტი. ჩვენი ამოცანა, მათ შორის, გახლავთ ის, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაც ამ მიზანს ისახავდა და თვისობრივად გაძლიერდა ოპოზიციის უფლებები კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. ანალოგიურად მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა იმისათვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტი და იმისათვის, რომ პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება“,-თქვა პარლამენტი თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც მინისტრთა დაბარების შემთხვევაში, პარლამენტში გამოცხადების ვალდებულებას ეხება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


