უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2017 16:10
font-size

პარლამენტის პლენარული სხდომაზე ათზე მეტი რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილეს

პარლამენტის პლენარული სხდომა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვით დაიწყო.

პლენარულმა სხდომამ განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთის“ რატიფიცირების თაობაზე“.

წარმოდგენილი დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

შეთანხმებაში შესატანი ცვლილებება ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან საგრანტო თანხის 1 მილიონი აშშ დოლარიდან 2 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას. საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც ორმაგდება, კერძოდ: სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა 800 ათასი აშშ დოლარიდან 1 მილიონ 600 ათას აშშ დოლარამდე იზრდება, ხოლო მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისების განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა 200 ათასი აშშ დოლარიდან 400 ათას აშშ დოლარამდე იზრდება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ზრდის ტენდეცია თავიდანვე იყო ჩადებული დოკუმენტში და ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020 წლამდე ამ თანხის, ეტაპობრივად, 5 მილიონ დოლარამდე გაზრდას.

სხდომაზე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთის“ რატიფიცირების თაობაზე“.

წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების პირველი ცვლილება ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან საგრანტო თანხის გაზრდას 6 მილიონ 520 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (6,018,000 აშშ დოლარიდან 12,538,000 აშშ დოლარამდე). საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად იცვლება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც, კერძოდ;

კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა იქნება 6 მილიონ 738 ათასი აშშ დოლარი;

დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტოვობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა 4 მილიონ 320 ათასი აშშ დოლარი;

სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა 1 მილიონ 480 ათასი აშშ დოლარი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, შეთანხმებაში გათვალისწინებულია საგრანტო თანხის ყოველწლიური ზრდა და 2020 წლამდე აღნიშნული თანხა, დაახლოებით, 25,000,000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

დეპუტატებმა, პლენარულ სხდომაზე, განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთის“ რატიფიცირების თაობაზე“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცახდებით, ცვლილების თანახმად, გამოყოფილი თანხის ოდენობა მთლიანად იზრდება 28 მილიონი დოლარით. აქედან გამომდინარე, იცვლება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსი მიმართულებით განსახორციელებელი აქტოვობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც. კერძოდ: კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით გამოყოფილი თანხა იზრდება დახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარით, განათლების მიმართულებით გაოყოფილი თანხა 1 მილიონი აშშ დოლარით იზრდება, ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხა 2,5 მილიონი აშშ დოლარით იზრდება, სოფლის მეურნეობა 1,7 მილიონი დოლარით, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მიმართულება 6 მილიონ 102 ათასი აშშ დოლარით, ხოლო გარემოს მიმართულება 1 მილიო 668 ათასი აშშ დოლარით.

დღევანდელ სხდომაზევე წარმოდგენილი იყოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ რატიფიცირების შესახებ“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი 100 მლნ. ევროს შეადგენს, რომლის ათვისებაც შესაძლებელი იქნება 2021 წლის ჩათვლით. მისივე თქმით, ეს თანხა კომერციული ბანკების მეშვეობით უნდა მიიმართოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის.

„სესხის დაფარვის ვადა 12 წელია, მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდია. საპროცენტო განაკვეთი იქნება ლარში და განაკვეთი დადგინდება თითოეული ტრანშის დროს. ავირჩევთ იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები ტრანშის ჩარიცხვის დროს. ასევე, საშუალება გვექნება მივიღოთ გადაწყვეტილება ფიქსირებული იქნება საპროცენტო განაკვეთი თუ ცვლადი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა ათზე მეტი რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილეს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი