პოლიტიკა
პარლამენტის მთელ დეპუტაციას მინდა შევთავაზო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი - გიორგი მარგველაშვილი
სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელ დეპუტაციას დღეს მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლემენტო არჩევნები შეაფასა და მის შედგომ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,უპირველესად მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მე-9 პარლამნეტის არჩევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ სადამკვირვებლო მისიას, პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კომისიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიული სახელწმიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.
არჩევნები შედგა, შედგა მეტნაკლები დარღვევით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას.
მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივად ახალი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისათვის. მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში მეტ კონკურენციას, მეტ დებატებს და დისკუსიას ნიშნავს.
სამწუხაროდ, პარლამენტის გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც სამწუხაროდ დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობა გააჩინა, თუმცა მინდა, ყველას ვუთხრა, პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით, იწყება. არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისათვის.
სწორედ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელ დეპუტაციას დღეს მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი’’, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


