პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირბთ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში ანა დოლიძემ წარადგინა.
უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციასთან მიმართებაში პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის ქონაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მათ ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს.
„არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. წარმოდგენილი საკითხებიდან ორ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური, მერკანტილური დღის წესრიგი აქვს, რომელიც თანხვედრაშია ოპოზიციის ასეთივე დღის წესრიგთან და პოლიტიკურ მიზნებან“,– განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
შენიშვნების პაკეტს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარადგენს.
რიგგარეშე სხდომა ქუთაისში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


