პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის უფროსი კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
პარლამენტის აპარატის უფროსმა, ნიკოლოზ ნათენაძემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კიმ ინ ჰანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში კორეელმა დიპლომატმა ნიკოლოზ ნათენაძეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, - აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.
ნიკოლოზ ნათენაძემ კიმ ინ ჰანს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კორეელი დიპლომატი პირველი უცხოელი სტუმარია, რომელსაც პარლამენტის აპარატის უფროსის რანგში შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს საქართველო-სამხრეთ კორეის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება. ამ იუბილის აღსანიშნავად კორეის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს პარლამენტს საჩუქრის სახით 14-ადგილიანი „ჰუნდაის“ მარკის მინივენი გადასცა. ნიკოლოზ ნათენაძემ კორეელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აღნიშნული საჩუქრისთვის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


