პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნიკა ნელიამ და სოფიო კილაძემ იკამათეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს უსმენენ, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნინო გვენეტაძეს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს, რასაც კამათი მოჰყვა.
„იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ვინც ბედუკაძე გმირად აქცია, რა გაქვთ სალაპარაკო,“- მიმართა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს, რაზეც ამ უკასანკნელმა უპასუხა:
"ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ ხართ და რაც ხართ. მე თუ არ მაქვს სალაპარაკო, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო. ნუ მასწავლით ვის რა უნდა ვუთხრა. უზრდელები ხართ სუყველა. ეხლა სანამ მანდატურის სამსახურის თანამშრომელს არ ვთხოვ გაგაბრძანონ გარეთ, არ მომცემთ საშუალებას სხდომა წავიყვანო", - მიმართა სოფო კილაძემ ნიკა მელიას.
თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კილაძე საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის.
"მანდატურის თანამშრომელს ვთხოვ, მიაბრძანონ ბატონი მელია. რა, რა არის ეს, რა ზრდილობა არის ვერ გავიგე? თქვენ გამოგიტანათ ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგი განაჩენი და ბრძანდებით იქ, სადაც ბრძანდებით, უმცირესობაში და ძალიან კარგად ხედავს მოსახლეობა, რასაც აკეთებთ. ელემენტარული ის ვერ გაგიკეთებიათ, რომ სხვას დააცადოთ საუბარი. ვის დემოკრატიაზე საუბრობთ თქვენ და ვისი სიტყვის თავისუფლებაზე", - აღნიშნა კილაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


