სამართალი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.
კილაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრასაც არ გამორიცხავს.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმეს იმგვარად წაიყვანს, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს. კომიტეტი მზად არის შეხვდეს ოჯახს, პირადად დაღუპულის მამას. მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მის დღის წესრიგშია და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის განვიხილოთ პროკურატურასთან ერთად. იმედი მაქვს, რომ დაღუპულის მამა მიიღებს ჩვენს სურვილს შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


