პოლიტიკა
პარლამენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ვეტოს დადებამდე პრეზიდენტს მმართველ გუნდთან კონსულტაციები უნდა გაევლო.
,,შეიძლება რამე გამოგვრჩა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფმა, კონსულტანტებმა იმუშავეს კანონის იმ სახეზე, რაც დღეს გაგვაჩნია. აქ საქმის არსიდან უნდა გამოვიდეთ და ინტერესებიდან, რომელიც სახელმწიფოს აქვს და არა ის, მაინც და მაინც, რომ ვეტო თუ არის, უნდა დაძლიო. ვეტო იქნება დასაძლევი, რასაკვირველია, დაიძლევა, მაგრამ სიღრმისეული განხილვა აუცილებელია’’, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გუშინ დაუბრუნა.
შემოთავაზებული წინადადებებით პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ერთსა და იმავე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
პრეზიდენტის წინადადებითვე, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდება შემდგომ დანიშვნებზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


