უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი - დავით ჭიჭინაძე

შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ კანონებზე, - განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებისას და აღნიშნულით „საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვა გააპროტესტა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები საკითხის განხილვას, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რა კითხვები აქვთ კოლეგებს? ბევრი ნიუანსია ალბათ, რაც გამორჩება. პროტესტის ფორმად ალბათ ისღა რჩება, რომ კომიტეტზე კვორუმები არ შედგეს. ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჭიჭინაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირადად მან ძირითადი ასპექტების გაცნობა მოასწრო.

დავით ჭიჭინაძემ ამის შემდეგ დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, თუნდაც ორი მუხლი დაესახელებინათ, რომელიც კანონპროექტში ეწერა, ამის მსურველი კი მხოლოდ რომან კაკულია აღმოჩნდა.

დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, კომიტეტზე კანონპროექტს მაინც განიხილავენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი